თბილისში სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

(თბილისი, 24 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – 24 მაისს თბილისში სუუამის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მესამე სხდომა მიმდინარეობს.

სხდომაზე განიხილება სუუამის საგარეო საგარეო მინისტრების წინა სხდომაზე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაცია და მიმდინარე წლის ივლისში, იალტაში დაგეგმილი სუუამ-ის უმაღლესი დონის შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები, სუუამ-ის ფარგლებში არსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები. სხდომის დასასრულს დაგეგმილია დასკვნითი კომუნიკეს მიღება.

სხდომაზე ასევე განიხილება სუუამ-ისა და აშშ-ის ურთიერთობები და პერსპექტივები. ამერიკის მხარეს შეხვედრაზე წარმოადგენს სახელომწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპულ და ევროაზიულ საკითხებში ლინ პასკო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)