ბუშმა შევარდნაძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
(თბილისი, 22 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი ამერიკელი კოლეგა ჯორჯ ბუშისგან მისალოცი წერილი მიიღო. წერილში ასევე ბუში ედუარდ შევარდნაძეს მადლობას უხდის ერაყის ომის დროს აშშ-ის მხარდაჭერისთვის.
“ბუში წერილში იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო საპარლამენტო არჩევნების ღირესულად და დემოკრატიულად ჩატარებას შეძლებს და დაამტკიცებს რეგიონში ლიდერობას დემოკრატიის განვითარების მიზნით. ამერიკა დახმარებისთვის მზადყოფნას გამოხატავს”, – აცხადებს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი კახა იმნაძე.
არ არის გამორიცხული, რომ ბუშისა და შევარდნაძის შეხვედრა სანკტ-პეტერბურგის 300 წლის იუბილეზე შედგეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)