სახელისუფლებო ბლოკის ლიდერები სამეგრელოში ჩავიდნენ
(თბილისი, 20 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს სამეგრელოს რეგიონში ჩავიდნენ სახელისუფლებო ბლოკის ლიდერები სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის მეთაურობით.
ამ დროისთვის ავთანდილ ჯორბენაძე რაიონების გამგებლებს ხვდება. ამ ვიზიტის ძირითადი მიზანი რეგიონში არსებული ვითარების გაცნობაა.
“ეს ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიზირებული მხარეა და ამის გამო განსაკუთრებით ფრთხილი მოპყრობაა საჭირო. ჩამოვედოთ რათა ადგილზე გავეცნოთ ვითარებას და შევხვდეთ მოსახლეობას”, – განაცხადა ბლოკის ერთ-ერთმა წარმომადგენლემა, ედპ-ს ლიდერმა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ.
აღსანიშნავია, რომ სახელისუფლებო ბლოკის დელეგაციას სამეგრელოში თან ახლავს საქართველოს ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას უმცროსი ვაჟი გიორგი გამსახურდია, რომელიც თბილისის პოლიციაში მსახურობს.
This post is also available in: English (ინგლისური)