რუსული მხარე უკმაყოფილოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით

(თბილისი, 17 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთი უკამყოფილოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვით სამი ჩეჩენი პატიმრის რუსეთის მხარისთვის გადაცემა არ მოხდება.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვნეკომ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უმართებულოა და ჩეჩნების ექსტრადაცია უნდა მომხდარიყო, რადგან ისინი რუსეთის ტერიტორიაზე მძიმე დანაშაულების ჩადენაში არიან ეჭვმიტანილნი. აქედან გამომდინარე რუსეთის მხარე კვლავ მოითხოვს მათ გადაცემას რუსი სამართალდამცავებისთვის.

უზენაესმა სასამართლომ 16 მაისს გამოტანილი განაჩენით სამივე ჩეჩენი, გელოგაევი, ელხაჯიევი და ალხანოვი საქართველოში დატოვა. ეს განაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. თუმცა დაკავებულებს ჯერ კიდევ წინ ელით სასამართლო პროცესი, რომელზეც განიხილავენ მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის თაობაზე.

ეს სამი ჩეჩენი ქართველმა მესაზღვრეებმა გასული წლის აგვისტოში დააკავეს რუსეთის საზღვართან ახლოს სხვა 10 პირთან ერთად, რომელთაგან 5 გასული წლის ნოემბერსი რუსეთის მხარეს სასამართლოს დადგენილების გარეშე გადაეცა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)