ეროვნული უშიშროების საბჭო ნატო-ში ინტეგრაციის გეგმას განიხილავს
(თბილისი, 16 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ნატო-ში საქართველოს ინტერგაციის გეგმას განიხილავენ.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს აცნობა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტერგარიის ეროვნული პროგრამა იმ ღონისძიებების მთელ კომლექსს მოიცავს, რომლებიც ნატო-შო საქართველოს გაწევრიანებისთვისაა აუცილებელი.
მენაღარიშვილი ხელმძღვანელობს ეროვნულ კომისიას, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს და რომელიც ახლახანს თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის ლორდ ჯორჯ რობერტსონის ვიზიტის წინ შეიქმნა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატო-ში საქართველოს მიღებისთვის აცილებელ ღონისძიებათა შორის უმთავრეს საკითხებად მიჩნეულია სამხედრო რეფორმა და დემოკრატიული განვითარება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)