იქმნება სამთავრობო კომისია ნატო-ში ინტერგაციის საკითხებთან დაკავშირებით
(თბილისი, 14 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნატოს გენერალური მდივნის ლორდ ჯორჯ რობერტსონის თბილისში ვიზიტის წინ საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულების თანახმად სამთავრობო კომისია იქმნება, რომელიც უშუალოდ განიხილავს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხს.
კომისიას საგარეო საქმეთა მნინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი უხელმძღვანელებს. კომისიაში ასევე შევლენ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი, უშიშროების და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები ირაკლი ალასანია და გელა ბეჟუაშვილი.
კომისია დეტალურად განიხილავს იმ საკითხებს და გააკონტროლებს ნატო-ს რეკომენდაციების შესრულებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარების მიზნით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)