ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში

(თბილისი, 14 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – 14 მაისს, ერთდღიანი ვიზიტით საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი ლორდ ჯორჯ რობერტსონი ჩამოდის.

იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან.

დღეს საღამოს ლორდ ჯორჯ რობერტსონი თბილისიდან ერევანში გაემგზავრება. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)