პროფესიული სახალხო მოძრაობები პრეზიდენტის მოწონებას იმსახურებენ
(თბილისი, 12 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დადებით ტენდენციად მიიჩნევს არჩევნების წინ პროფესიული ნიშნით სახალხო მოძრაობების შექმნას.
“მათი მხრიდან ეს სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია. მივესალმები რკინიგზელთა, ქალთა და ექიმების ორგანიზაციების შექმნას. ისინი ხელს შეუწყობენ საკუთარი პროფესიის შემდგომ განვითარებას. ასევე კარგია, თუმცა დასაფიქრებელია რეგიონების ნიშნით ორგანიზაციების შექმნა, ვგულისხმობ სვანების გაერთიანებას”, – განაცხადა რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა.
მისი ინფორმაციით, უმოკლეს დროში ასევე შეიქმნება მშენებელთა და არქიტექტორთა ორგანიზაცია “ვაშენოთ ახალი საქართველოსთვის”, რომელიც იზრუნებს ქალაქების და სოფლების აღმშენებლობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)