პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფო ტელევიზიას ობიექტურობისკენ მოუწოდებს
(თბილისი, 8 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო საშუალებებით კატეგორიულად მოითხოვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქება.
“ეს ერთი ბლოკის ტელევიზიაა და არა სახელმწიფო. ეს ნათლად ჩანს, როცა სხვა სახელმწიფო პირების ვიზიტები დეტალურად შუქდება, ჩემი ვიზიტების თაობაზე კი მხოლოდ მცირე ინფორმაციით იფარგლებიან, ხოლო როცა პარლამენტში სკანდალი ხდება, მაშინ 5 წუთიან სიუჟეტებს უშვებენ ჩემი კრიტიკით”, – განაცხადა დღეს პლენარულ სხდომაზე ნინო ბურჯანაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)