პარლამენტმა შრომის კოდექსში ცვლილებები შეიტანა

(თბილისი, 7 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს კენჭი უყარეს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას და მინიმალური ხელფასების 115 ლარის ნაცვლად 35 ლარამდე გაზრდას 103-მა დეპურატმა დაუჭირა მხარი.

ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა “გაერთიანებული დემოკრატების” წარმომადგენელი გია ბარამიძე და ყველა იმ დეპუტატის ვიანაობის დასახელება მოითხოვა, რომელბმაც მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას.

“პარლამენტმა ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ არაფრად მიაჩნია სოციალური ფენა და არ ზრუნავს მის კეთილდღეობაზე”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

იმავე პარტიის წარმომადგენლის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ამ წელს ვერ მოხდება ხელფასების ვერც 35 ლარამდე გაზრდა, ვიანიდან არ არსებობს პრეზიდენტის ბრძანებულება.

ამის შესახებ განცხადება გააკეთა “მოქალაქეთა კავშირის” წარმომადგენელმა ვიტალი ხაზარაძემ, რომლის განცხადებით, პრეზიდენტი 8 მაისს გამოსცემს ბრძანებულებას მინიმალური ხელფასების 20-ლარიდან 35 ლარამდე გაზრდის შესახებ, რაც თავის მხრივ ბიუჯეტის კანონის შეცვლას საჭიროებს.

მინიმალური ხელფასების 115 ლარამდე გაზრდის შესახებ კანონპროექტი “გაერთიანებულმა დემოკრატებმა” წარმოადგინეს და პარლამენტმა მხარი დაუჭირა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, იმ მოტივით, რომ  ამ ეტაპზე შეუძლებელია ხელფასების სწრაფი ზრდა და ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს. დემოკრატების მოსაზრებით კი, მათი პროექტი ეკონომიკურ გათვლებზეა დამყარებული და ეს შესაძლებელია.

პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი პროექტი ხელფასების ზრდას წელს 35 ლარამდე, 2004 წელს 60 ლარამდე და 2005 წელს 110 ლარამდე ზრდას ითვალიწინებს.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
პრეზიდენტმა მინიმალური ხელფასების გაზრდის კანონპროექტს ვეტო დაადო
“გაერთიანებულმა დემოკრატებმა” შევარდნაძე დილემის წინაშე დააყენეს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)