რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი რაულ ხაჯიმბას შეხვდა

(თბილისი, 7 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებსი ვალერი ლოშინინი 4-5 მაისს სოხუმსი იმყოფებოდა, სადაც კონსულტაციები გამართა სოხუმის მთავრობის ახალ პრემიერ-მინისტრთან რაულ ხაჯიმბასთან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებებზე საუბარი შეეხო აფხაზეთის გავლით თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის, ენგრურჰესის რეაბილიტაცის და გალის რაიონში დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხებს, როგორც ეს განსაზღვრული იქნა 6-7 მარტს სოჭში პრეზიდენტების პუტინისა და შევარდნაძის შეხვედრაზე.

ლოშინინმა ისაუბრა იმ ნაბიჯების შესახებ, რომელსაც რუსული მხარე დგამს სოჭოს შეთანხმების შესრულების მიზნით. ასევე მან აფხაზურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა ქართულ მხარესთან და საქართველოში გაეროს მისიის ხელმძღვანელობასთან ახლახანს გამართული შეხვედრების შესახებ.

რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ სოჭის შეხვედრამ დადებითი გავლენა იქონია ქართულ-აფხაზური უღთიერთობების მოწესრიგებაზე და ხელი შეუწყო დაძაბულობის შესუსტებას სოხუმსა და თბილისს შორის. როგორც სოხუმში ვარაუდობენ, ასეთ პირობებში გაჩნდა იმედი, რომ განახლდება ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრები, რომლის საქმიანობაც შეჩერებული იყო.

ხაჯიმბამ დაადასტურა აფხაზური მხარის მზადყოფნა ჩაერთოს სოჭის შეთანხმების რეალიზაციაში ქართულ და რუსულ მხარეებთან და ასევე საქარტველოსი გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კონსტრუქციული ურთიერთქმედების ფარგლებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)