პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკი კანცელარის მესერს ხელბორკილით მიეჯაჭვა
(თბილისი, 6 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – შპს “ვაკის პარკის” სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკი თემურ ჯიბლაძე აპროტესტებს ვაკის პარკის ტერიტორიების პრივეტიზაციას და ამაში თბილისის მერს ვანო ზოდელავას და საკრებულოს თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.
დღეს თემურ ჯიბლაძემ პროტესტის ნიშნად სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ რკინის მესერზე თავი ხელბორკილით მიიჯაჭვა, აცხადებს, რომ იგი სამეთვალყურეო საბჭოდან მაშინ გაათავისუფლეს, როცა ასეთ პროცესებს წინ აღუდგა.
ჯიბლაძეს მხარს უჭერენ თბილისი საკრებულოს ფრაქცია “ლეიბორისტების” წარმომადგენლები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)