რჩეულიშვილი პარლამენტში მოხდარ ჩხუბს წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს

(თბილისი, 6 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – სოციალისტური პარტიის ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი გუშინ პარალამენტში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ფიზიკური შეხლა-შემოხლის შედეგად დაზარალდნენ თვითონ რჩეულიშვილი და დემოკრატები წარმომადგენელი ზაზა შერაზადაშვილი, წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს. მისი განცხადებით, “გაერთიანებულ დემოკრატებს” ამით სურდათ სიტუაციის გართულება.

“ისინი ამჩნევენ, რომ ძალაუფლება აღარ გააჩნიათ და მხოლოდ ქაოსით და სამოქალაქო ომით  შესაძლებელია გამარჯვების მოპოვება, ამის გამო მზად არიან ყველა გზას მიმართონ, მე კი ამას არ დაუშვებ”, – განაცხადა რჩეულიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში.

მისი თქმით, ბიუროს სხდომის დაწყებამდე მას პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მდივანმა დაურეკა და სხდომაზე მისვლა თხოვა, რის შემდეგაც მოხდა შელაპარაკება მასსა და “გაერთიანებულ დემოკრატებს” შორის. 

სპეციალურად ამ მიზნით ბიუროს სხდომაზე რჩეულიშვილის მიყვანას უარყოფს ნინო ბურჯანაძის მდივანი ლია ჩქარეული. მისი განცხადებით, რჩეულიშვილს და სხვა დეპუტატებს ბიუროს სხდომაზე მისვლა ქვორუმის არარსებობის გამო თხოვა.

ამ ინციდენტის გამო აღშფოთებას გამოთქვამენ თავად “გაერთიანებული დემოკრატები” და რჩეულიშვილის ბრალდებას უარყოფენ. “უკვე შეუძლებელია რჩეულიშვილის მხრიდან ასეთი ცილისწამებების და შეურაცხყოფის მოსმენა, ჩვენ იმედი გვქონდა რომ იგი ბოდიშს მოიხდიდა, მაგრამ პირიქით”, – აცხდებს ზურაბ ცქიტიშვილი.

პარლამენტში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს გენერალური პროკურატურა. ნუგზარ გაბრიჩიძის განცხადებით, დამნაშავე დაისჯება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)