საქართველომ რუსეთი დაამარცხა
(თბილისი, 1 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში 30 აპრილს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში რუსეთის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 1:0. ნაკრების დებიუტანტის მალხაზ ასათიანის მიერ პირველი ტაიმის მეთერთმეტე წუთზე გატანილმა გოლმა რუსეთის ნაკრებს ტურნირის მეორე მარცხი განაცდევინა. გუშინდელ გამარჯვებას თბილისის ქუჩებში ქართველი გულშემატკივრები მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ. “ეს გამარჯვება არა მარტო ნაკრებს ესაჭიროებოდა. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია მთელი საქართველოსთვის,” განაცხადა საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა, ხორვატმა ივო შუშაკმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. თამაშს 13 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო – მხოლოდ ისინი, ვინც შარშან ოქტომბერში რუსეთთან ჩაშლილი თამაშის ბილეთები შემოინახეს. ოქტომბერში რუსთის წინააღმდეგ მატჩი ლოკომოტივის სტადიონზე ელექტროენერგიის გათიშვის გამო გადაიდო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)