პრეზიდენტი უკმაყოფილოა პარლამენტში აზარტული თამაშების დაწესებულებების აკრძალვის განხილვის გაჭიანურებით
(თბილისი, 30 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ სინანული გამოთქვა პარლამენტში მისი წინადადების განხილვის გაწიანურებით, რომელიც აზარტული თამაშების დაწესებულებების აკრძალვას ეხება.
შევარდნაძის თქმით, მან ეს წინადადება პარლამენტში გასული წელს შეიტანა, მაგრამ დეპუტატებმა დღემდე ვერ შეძლეს მისი განხილვა.
შევარდნაძე ამტკიცებს, რომ კაზინოები “ფულის გასათეთრებლად” გამოიყენება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)