პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას შეუდგა

(თბილისი, 24 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტში დაიწყო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განხილვა. ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პროექტი სხდომაზე ჯგუფის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა წარმოადგინა. ამ პროექტს მხარს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები უჭერენ.

ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემუშავებული წინადადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლეტქების შესახებ, რომლის მიხედვით 11 წევრიდან 9-ს პრეზიდენტი თავად წარადგენს, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

დეპუტატებმა მოითხოვეს უკვე პირევლი მოსმენით მიღებული კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვით, ცსკო-ს დაკომპლექტება მოხდება იმ პარტიების წარმომადგენლებისგან, რომლებმაც შეძლეს არჩევნებში 4% ბარიერის გადალახვა, 1 წევრს პრეზიდენტი წარადგენს, თითი-თითოს კი ავტონომიური რესპუბლიკები.

დეპუტატები ამ პროექტების შეჯერებას მოითხოვენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)