აშშ-ის ელჩი საქართველოს როლის შესახებ ერაყის აღორძინების პროცესში
(თბილისი, 22 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ეთერში განაცხადა, რომ აშშ და საქართველო კონსულტაციებს აწარმოებენ საქართველოს შესაძლო მონაწილეობის შესახებ ერაყის ომისშემდგომი აღორძინების პროცესში.
მაილსმა არ გამორიცხა ერაყში ქართველი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობაც. მან ასევე თქვა, რომ საქართველოს ერაყისთვის დახმარება შეუძლია თავისი მედპერსონალითაც.
ამერიკის ელჩის თქმით, ეს საკითხები განიხილება აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაში, ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში, სადაც საქართველოს თავისი წარმომადგენელი ჰყავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)