სოხუმში ამცახარას ოფისი ააფეთქეს

(თბილისი, 21 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – სოხუმში 18 აპრილს აფეთქება მოხდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ამცახარას” ოფისში, არავინ დაშავებულა.

“ამცახარა”, რომელიც 1992-93 წლების ომის ვეტერანებს აერთიანებს, აფხაზეთში ერთ-ერთ გავლენიან ძალად ითვლება.

სოხუმის ხელისუფლების ლიდერმა ვლადისლავ არძინბამ 8 აპრილს სწორედ “ამცახარას” მოთხოვნით დაითხოვა სოხუმის მთავრობა.

თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება აცხადებს, რომ “ამცახარას” ოფისის აფეთქების მიზანი აფხაზეთში დესტაბილიზაციის გამოწვევაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)