კოფი ანანი სოხუმს აფხაზეთის სტატუსის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს
(თბილისი, 17 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი აცხადებს, რომ აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის გარეშე, რასაც აფხაზური მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება, კოფლიქტის დარეგულირება შეუძლებელი იქნება. 16 აპრილს უშიშროების საბჭოსადმი გაგზავნილ მოხსენებაში კოფი ანანი აცხადებს, რომ საქართველოს მეგობართა ჯგუფში შემავალი ქვეყნების (საფრანგეთი, გერმანია, აშშ, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სოხუმში, სადაც აფხაზურ მხარეს გააცვნეს ჟენევის პროცესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები. ეს გადაწყვეტილებები ითვალისწინებს სამი კომისიის შექმნას, რომლებიც პოლიტიკურ (აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა), ეკონომიკურ და დევნილთა დაბრუნების საკითხებზე იმუშავებს. როგორ კოფი ანანი აცხადებს, აფხაზური მხარემ პროტესტი გამოთქვა პოლიტიკური კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რადგან როგორც სოხუმში აცხადებენ აფხაზეთის სტატუსი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, უკვე განსაზღვრულია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)