რუსეთის სათათბირომ აშშ-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განცხადება მიიღო
(თბილისი, 16 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დღეს 350 ხმით 3 წინააღმდეგ მიიღო განცხადება, რომელიც საქართველო-აშშ შორის სამხედრო სფეროში დადებული ხელშეკრულებას თბილისის მხრიდან არამეგობრულ ნაბიჯად აფასა. რუსი დეპუტატების განსაკუთრებული შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებით საქართველოს ტერიტირიაზე აშშ-ს სამხედროებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება ეძლევათ, ასევე შესაძლებელია სამხედრო ტექნიკის და აღჭურვილობის განთავსება. საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიციერბა პარლამენტში მარტის თვეში მოხდა. საქართველო რუსეთის ასეთ დამოკიდებულებას ქვეყნის საშინაო საქმეში ჩარევად აფასებს.
“ამის უფლება არასდროს არ ჰქონია რუსეთის სამხედრო შენაერთებს, რომლებიც საქართველოში იყო და არის განლაგებული” – ნათქვამია რუსეთის სათათბიროს მიერ მიღებულ განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)