უცხოური ავიაკომპანიების რეისების ბედი დღეს გადაწყდება
(თბილისი, 15 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – კომპანიების “ბრიტიშ ეარვეისი” და “თურქიშ ეარლაინზი” წარმომადგენლები ქართული მხარის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომლის მიხედვითაც გადაწყდება საქართველოს ბაზარზე ამ კომპანიების ფუნქციონირების საკითხი.
“ჩვენ ქართული მხარისგან ველოდებით საბოლოო პასუხს, რომლის შესაბამისადაც ვიმოქმედებთ”, – აცნობეს “სივილ ჯორჯიას” საქართველოში თურქეთის საელჩოში და “ბრიტანეთის ავიახაზების” ოფისიდან.
დღეს ბოლო რეისს ახორციელებს “ბრიტიშ ეარვეისი” ლონდონი-თბილისის მიმართულებით. ასევე დღეს შეწყდება “თურქიშ ეარლაინზის” რეისებიც.
ვადის ამოწურვის მიუხედავად ქართული მხარე კვლავ აგრძელებს მოლაპარაკებას კომპანიებთან. საბოლოო შედეგი კი დღის ბოლოს გაირკვევა.
This post is also available in: English (ინგლისური)