პრეზიდენტი ბიზნესმენებს მოუწოდებს, რომ მისი ამაგი არ დაივიწყონ
(თბილისი, 7 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გარკვეულ სიმპატიებს გამოხატავს იმ მსხვილი მეწარმეობისა და ბიზნესმენების მიმართ, რომლებიც გასულ კვირას გადამხდელთა კავშირში შეიკრიბნენ და საარჩევნოდ მზადება დაიწყეს.
“მართალია, მძლავრი ფენაა და მათ, თავის მხრივ, კორპორაციული ინტერესები აქვთ, მაგრამ საქართველოსთვის მეწარმეთა ფენის განვითარება მართლაც მისასალმებელია. თუმცა ამ შეხვედრაზე რამდენიმე არასასურევლი განცხადება გაისმა, რაზეც კონკრეტულად არ შევჩერდები და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ზოგიერთ ბიზნესმენს, რომელსაც სინდისი გააჩნია, გაიხსენებს, თუ როგორ დაეხმარა ხელისუფლება და კერძოდ პრეზიდენტი პიზნესის განვითარებაში და ფეხზე დადგაომაში”, – განაცხადა შევარდნაძემ.
მისი თქმით, კარგია ასეთი ფენა რომ არსებობს საქართველოში და ყველას მოუწოდებს თანამშრომლობისკენ. იგი ისეთი გარემოს ჩამოყალიებების მომხრეა, სადაც ითანამშრომლებენ მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები.
ბიზნესმენების შეკრება 2 აპრილს გადამხდელთა კავშირში შედგა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)