საქართველო ადასტურებს აშშ-სადმი მხარდაჭერას

(თბილისი, 2 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ 1 აპრილს განაცხადა, რომ საქართველო მზად არის აშშ-ს “ნებისმიერი სახის დახმარება” აღმოუჩინოს ერაყში მიმდინარე ომში.

თევზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამჟამად აშშ და საქართველო განაგრძობენ კონსულტაციებს ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ ქართული ავიაბაზების გამოყენების თაობაზე.

“ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის”, – განაცხადა დავით თევზაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)