ტრადიციონალისტები ენერგეტიკის მინისტრის იმპიჩმენტს მოითხოვენ
(თბილისი, 27 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია “ტრადიციონალისტები” დეპუტატების ხელმოწერების შეკრებას შეუდგა ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზნით.
ტრადიციონალისტების წევრმა ალექსანდრე შალამბერიძემ საკანონმდებლო ორგანოს დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატებს მოუწოდა, რომ მიუერთდნენ ამ ინიციატივას.
26 მარტის სხდომაზე გამომსვლელი დეპუტატების უმრავლესობამ ენერგეტიკის მინისტრი ქვეყანაში შექმნილ ენერგოკრიზისში დაადანაშაულა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)