აშშ-ის საელჩო პოლიტიკურ პარტიებს “ბეიკერის გეგმის” შესრულებისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 2 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას სრულად განახორციელონ ე.წ. “ბეიკერის გეგმა” და დროულად შეთანხმდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაზე.

“აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რაც წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის აუცილებელ პირობას. სწირედ ამ მოტივით იყო ჩამოსული აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მოთხოვნით, რომელის გეგმაც ნათლად აჩვენებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისაკენ მიმავალ გზას”, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)