ეუთო საარჩევნო კოდექსის ჩავარდნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
(თბილისი, 5 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთო-ს მისია საქართველოში შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მიუხედავად ივლისის დასაწყისში მიღწეული შეთანხმებისა, საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების დაგეგმილ ვადებში შეტანა.
ეუთო-ს მისიის განცხადებით, შეფერხებამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაში, რომლებიც გაყალბების საწინააღმდეგო ღონისძიებებს და სანდო საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნას ითვალისწინებენ, შესაძლოა, დააბრკოლოს 2 ნოემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ეუთო-ს სტანდარტების დაცვით.
“ეუთო ადასტურებს თავის მზადყოფნას დაეხმაროს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარის შერჩევაში. კომისიის დაკომპლექტება კი ივლისის დასაწყისში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად მოხდება, რაც უზრუნველყოფს კომისიის სანდოობას”, – ნათქვამია ეუთო-ს მისიის პრეს-სამსახურის მიერ 4 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)