შევარდნაძე უარყოფს საქართველოს პოლიტიკური კურსის შეცვლას

(თბილისი, 11 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტი შევარდნაძე შეშფოთებულია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებებით, რომელთა თქმით, რუსული ენერგოკომპანიების საქართველოში შემოსვლის შედეგად საქართველოს პოლიტიკური კურსი შეიცვლება.

“ეს არის გამიზნული დემაგოგია. როგორც ჩანს, მათ [ოპოზიციამ] არ იციან რა არის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია. როგორ შეიძლება საგარეო პოლიტიკის შეცვლად გამოცხადდეს ის, რომ მოსახლეობას შუქი ექნება”, – განაცხადა პრეზიდენტმა დღევანდელ რადიოინტერვიუში.

მისი თქმით, ქვეყანა განაგრძობს თანამშრომლობას როგორც რუსეთთან, ასევე ამერიკასთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)