შევარდნაძე ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებას მიესალმება
(თბილისი, 11 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გამჭირვალობისა და დემოკრატიისკენ, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღევანდელ რადიოინტერვიუში 5 აგვისტოს პარლამენტის მიერ მიღებული საარჩევნო კოდექსის კომენტირებისას.
იგი მიესალმება ქართველ პარლამენტართა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ მიღებული ცვლილებები სრულიად შეესაბამება “ბეიკერის გეგმას”.
პარლამენტის საგანგებო სხდომამ 5 აგვისტოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის შესახებ.
თუმცა, როგორც ოპოზიცია აცხადებს, მიღებული წესი ეწინააღმდეგება აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს, რომლებიც ცსკო-ს პარიტეტულ პრინციპზე დაკომპლექტებას ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)