ბურჯანაძე არასამთავრობო ორგანიზაციებთან წინასაარჩევნო კონსულტაციებს იწყებს

(თბილისი, 11 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მის მიერ 8 აგვისტოს წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამა განიხილეს.

მიუხედავად ორგანიზაციის განცხადებებისა, რომ ბურჯანაძის პროგრამა არ ამახვილებს ყურადღებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანთა უფლებები და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმა, ნინო ბურჯანაძე და ასოციაციის წევრები შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობაზე.

“ვინაიდან ჩემი საარჩევნო პროგრამის პრინციპები ძირითადად დაემთხვა ასოციაციის მიერ შემოთავაზებულ თეზისებს, ვიმედოვნებ ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ პრინციპების გარშემო”, – განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ შეხვედრის შემდეგ.

ბურჯანაძის საარჩევნო პროგრამის ძირითადი პრინციპები გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეკონომიკური კრიზისის დაძლევას და დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)