საარჩევნო კოდექსზე კენჭისყრა ქვორუმის არარსებობის გამო არ შედგა

(თბილისი, 13 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტმა 12 აგვისტოს ვერ შეძლო კენჭი ეყარა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტისთვის ქვორუმის არარსებობის გამო. კენჭისყრა დღეს დილისთვის არის დაგეგმილი.

ცვლილებების პროექტი გაყალბების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ითვალისწინებს. დეპუტატები ასევე გეგმავენ კენჭი უყარონ იმ წინადადებას, რომელიც კრძალავს არსებული ცენტრალური საარჩენვო კომისიის (ცსკო) წევრების დანიშვნას ახალ ცსკო-ში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)