პრეზიდენტმა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მიიღო

(თბილისი, 14 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – 13 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ საქარტველოში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჰეიდი ტალიავინი მიიღო.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ჰეიდი ტალიავინმა პრეზიდენტ შევარდნაძეს ამას წინათ ჟენევაში გამართული გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების (საფრანგეთი, გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი) წარმომადგენელთა მეორე შეხვედრის შედეგები გააცნო, რომლებიც, ძირითადად, შევარდნაძე-პუტინის სოჭის შეთანხმების რეალიზაციას ეხება.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს აფხაზეთთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის თაობაზეც, რომლითაც უსიშროების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკურ მოწესრიგებაში არანაირი პროგრესი არ შეინიშნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)