პარლამენტმა საარჩევნო კოდექსი მესამე მოსმენით დაამტკიცა
(თბილისი, 15 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – 14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ.
კანონპროექტის მუხლობრივად განხილვისას დეპუტატებმა თითქმის ყველა მუხლს ერთხმად დაუჭირეს მხარი გარდა ერთისა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ძველი წევრების ახალ კომისიაში შესვლაზე აკრძალვას ეხებოდა.
“აღორძინების” ფრაქცია ამ აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან აცხადებდა, რომ მის მიერ ცსკო-ში დანიშნულ წევრებს არჩევნების გაყალბებაში არ მიუღია მონაწილეობათ.
მუხლის განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ამ ცვლილები არმიღების შემთხვევაში ეუთო ცსკო-ს თავმჯდომარის დანიშვნაში მონაწილეობაზე უარს განაცხადებს, რადგან ამ მუხლის დატოვებით რეალური ცვლილებები ცსკო-სთან მიმართებაში, ფაქტიურად, არ ხორციელდება.
კენჭისყრისას ამ დებულების შეცვლის მომხრეებმა წინადადება ვერ გაიტანეს, მიუხედავად იმისა, რომ მხარდამჭერთა შორის სახელისუფლებო ფრაქციების წარმომადგენლებიც იყვნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)