მაღალი ძაბვის ხაზის დაზიანების გამო გაითიშა ელექტროენერგია თბილისსა და რიგ რაიონებში

(თბილისი, 18 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ელექტროგადამცემი ხაზის “კოლხეთის” დაზიანების გამო დღეს დილიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა თბილისს და საქართველოს უმეტეს რაიონებს. ამ დროისთვის ელექტროენერგია დედაქალაქში არ მიეწოდება მეტროპოლიტენის სადგურებს და რამდენიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტს.

სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გადამცემი ხაზი დაუდგენელმა პირებმა ხელოვნურად დააზიანეს. ჯერ-ჯერობით არ არის დადგენილი დაზიანების ზუსტი ადგილი. წინასწარი ინფორმაციით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი “კოლხეთი” ორ ადგილზეა დაზიანებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)