თბილისი მოუწოდებს რუსეთს, რომ თავი შეიკავოს ბაბუშერას აეროდრომის აღდგენისგან
(თბილისი, 21 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე ზურაბ ჭანკოტაძე რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარეს ალექსანდრე ნერადკოს წერილობით მიმართავს და იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის მხრიდან სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაცია არ ხდება.
“იმ ფაქტის გათავლისწინებით, რომ რუსეთმა და საქართველომ [ჩიკაგოს] კონვენციასთან მიერთებით აღიარეს, რომ ყოველი სახელმწიფო ფლობს სრულ და განსაკუთრებულ სუვერენიტეტს თავისი ტერიტორიის საჰაერო სივრცეზე, რომ გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო ერთპიროვნულად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახური არ იმოქმედებს ჩიკაგოს კონვენციის ნორმების საწინააღმდეგოდ”, – ნათქვამია ზურაბ ჭანკოტაძეს მიერ გაგზავნილ წერილში.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კომპანია “აფზახეთის ავიახაზების” გენერალურმა დირექტორმა ნოდარ გერზმავამ უარყო გავცელებული ინფორმაცია რუსული მხარის მიერ ბაბუშერას აეროდრომის აღდგენის თაობაზე. მისი განცხადებით, აეროდრომი შეკეთებას არ საჭიროებს და მზად არის ნებისმიერი ტიპის თვითმფრინავი მიიღოს, თუმცა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია არ აძლევს ამის უფლებას.
სოხუმის აეროპორტის ახალი სანავიგაციო საშუალებებით აღჭურვის შესახებ ინფორმაცია 18 აგვისტოს პრესის საშუალებით გავრცელდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ რუსეთის მხარე, კერძოდ კი კრასნოდარის ხელმძღვანელობა უშუალოდ იღებს მონაწილეობას ბაბუშერას აეროდრომის რეკონსტრუქციაში და მზადაა გადასცეს აფზახურ მხარეს “ტუ-134” ტიპის თვითმფრინავი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)