აზერბაიჯანელი მოქალაქეები საქართველოს საბაჟო სამსახურის წინააღმდეგ გამოდიან

(თბილისი, 23 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ათობით აზერბაიჯანელმა მოქალაქემ 22 აგვისტოს თბილისში საბაჟო სამსახურის შენობის წინ საპროტესტო აქცია მოაწყო. ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ცნობით, ისინი მათი კუთვნილი ტვირთის წითელ ხიდზე ჩამორთმევის ფაქტს აპროტესტებდნენ.

საქართველოს საბაჟოს განცხადებით, ჩამორთმეული ტვირთი, ძირითადად მობილური ტელეფონები, კონტრაბანდას წარმოადგენდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)