რუსული ენერგოკომპანია საქართველოში მუშაობას იწყებს
(თბილისი, 1 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსული კომპანია “ერთიანი ენერგოსისტემა” საქართველოში ოფიციალურად მუშაობას დღეიდან იწყებს. რუსულმა კომპანიამ აშშ-ის კომპანიის “ეი-ი-ეს”-ის აქციების 75 პროცენტი აგვისტოს დასაწყისში შეიძინა. ამჟამად, თელასის ყოფილი მეპატრონის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრისადმი დავალიანების გამო დედაქალაქი მწვავე ენერგოდეფიციტს განიცდის. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს დადგენილების თანახმად, თბილისში ელექტროენერგიის გადასახადი 1 სექტემბრიდან გაიზადრა. ელექტროენერგიის გადასახადის გაზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)