საქართველო-რუსეთის ერთობლივი კომისია ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციის საკითხზე იმუშავებს
(თბილისი, 2 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში ვიზიტით მყოფი რუსული სამთავრობო დელეგაციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დღეს სპეციალური კომისია შექმნეს, რომელიც ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში რეპატრიაციის საკითხზე იმუშავებს.
რუსეთის მთავრობის ჩეჩნეთის საკითხთა მინისტრმა სტანისლავ ილიასოვმა თბილისში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომისიის შემადგენლობაში ჩეჩნეთის მოქალაქეებიც შევლენ, რომლებიც სექტემბრის ბოლოს პანკისის ხეობაში ჩავლენ, რათა ჩეჩენი ლტოლვილები დაარწმუნონ სამშობლოში დაბრუნდნენ.
რუსეთის დელეგაცია თბილისში 31 აგვისტოს ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციის საკითხის განხილვის მიზნით ჩამოვიდა.
ამჟამად, პანკისის ხეობაში 3,700-მდე ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)