ოპოზიცია კვლავ ცდილობს გაერთიანებას
(თბილისი, 12 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ერთიანი ოპოზიციური საარჩევნო ბლოკის შექმნის მრავალრიცხოვანი წარუმატებელი მცდელობების შემდეგ “ბურჯანაძე-დემოკრატები”, “ახალმა მემარჯვენეები”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ტრადიციონალისტები” გაერთიანების თაობაზე კვლავ აგრძელებენ კონსულტაციებს.
კონსულტაციები კონფიდენციალურია და დეტალები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, თითქმის გადაწყვეტილია, რომ “ტრადიციონალისტები” “ბურჯანაძე-დემოკრატებთან” გაერთიანდებიან.
არაოფიციალური ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ “ახალი მემარჯვენეებიც” “ბურჯანაძე-დემოკრატებს” შეუერთდებიან.
უკანასკნელი რეიტინგული გამოკითხვის თანახმად, “ბურჯანაძე-დემოკრატები” სხვა პოლიტიკურ პარტიებს წინ უსწრებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)