ციხიდან გაქცეული 56 პატიმარი დაიჭირეს

(თბილისი, 13 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან 10 სექტემბერს გაქცეული 129 პატიმრიდან სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა 56 დააკავეს, მათ შორის გაქცევის ერთ-ერთი ორგანიზატორიც. ოთხი გაქცეული ნებაყოფლობით ჩაბარდა სამართალდამცავებს.

ეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი გაქცევა იყო. გაქცევის დროს ციხის ერთი მცველი მოკლეს, ერთიც დაიჭრა.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ 11 სექტემბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს გაქცევის ამ ფაქტის სასწრაფო გამოძიება მოთხოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)