სახელისუფლებო ბლოკმა მაჟორიტარ დეპუტატთა კანდიდატები წარადგინა

(თბილისი, 23 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკმა “ახალი საქართველოსთვის” დღეს თავისი საარჩევნო კამპანია 75 მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატთა წარდგენით დაიწყო.

“მე არ გამიხარდება, თუ ოპოზიცია წააგებს არჩევნებს, მაგრამ ძალიან გამიხარდება, თუ თქვენს გამარჯვებას ვნახავ”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღევანდელ პრეზენტაციაზე.

მაჟორიტარი კანდიდატების სიაში შედიან ქვემო ქართლის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ჯონი ფირცხალაიშვილი, უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და სხვა ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც გადადგნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.       

This post is also available in: English (ინგლისური)