სახელისუფლებო ბლოკი დარწმუნებულია გამარჯვებაში

(თბილისი, 24 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 23 სექტემბერს სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ განაცხადა, რომ ბლოკი საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.

“ჩვენ ყველგან გავიმარჯვებთ, როგორც რეგიონებში, ასევე ქალაქებში”, – განუცხადა ავთანდილ ჯორბენაძემ ჟურნალისტებს.

ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ხელისუფლება არჩევნებში წარმატების მიღწევას “ადმინისტრაციული ბერკეტების” გამოყენებით აპირებს და სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლებს აიძულებს სახელისუფლებო ბლოკს მისცენ ხმა.

This post is also available in: English (ინგლისური)