სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ზნაურში საარჩევნო უბნების გახსნას აპროტესტებს

(თბილისი, 24 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ზნაურის რაიონში სამი საარჩევნო უბნის გახსნას აპროტესტებს.

პარლამენტის დე ფაქტო თავჯდომარემ სტანისლავ კოჩიევმა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით,  სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა ეუთოს მიმართავს საჩივრით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ ზნაურის რაიონში 700-მდე ამომრჩეველი ცხოვრობს და მათ უნდა მიეცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში.

This post is also available in: English (ინგლისური)