ამერიკა საქართველოს დახმარებას შეუმცირებს
(თბილისი, 25 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების დახმარების კოორდინატორი ტომას ადამსი 24 სექტემბერს, თბილისში საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ტომას ადამსმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მხარეებმა აშშ-ის საქართველოსადმი დახმარების საკითხი განიხილეს.
მისი თქმით, აშშ 2004 წლიდან შეამცირებს საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებას, რადგან საქართველომ ვერ შეძლო განეხორციელებინა ეკონომიკური პროექტები ფინანსური დახმარების ფარგლებში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, დახმარება ძირითადად ქვეყნის ენერგოსექტორს შეუმცირდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)