საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში მიემგზავრება
(თბილისი, 27 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი დღეს ნიუ-იურკში მიემგზავრება, სადაც იგი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომას დაესწრება. არსებული ინფორმაციით, ირაკლი მენაღარიშვილი სხდომაზე სიტყვით გამოვა, რომელშიც იგი საერთაშორისო საზოგადოებას აფხაზური კონფლიქტის საბოლოო მოგვარებისთვის გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
This post is also available in: English (ინგლისური)