რუსეთი ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციის მცდელობას აძლიერებს

(თბილისი, 29 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის დელეგაცია ჩეჩნეთის საკითხთა მინისტრის სტანისლავ ილიასოვის ხელმძღვანელობით 29 სექტემბერს თბილისში ჩამოდის.  

დელეგაცია პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილებისთვის განკუთვნილ 20 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას ჩამოიტანს და კიდევ ერთხელ შეეცდება დაარწმუნოს ისინი ჩეჩნეთში ნებაყოფლობით დაბრუნდნენ.

რუსეთის დელეგაცია პანკისს სექტემბრის დასაწყისში უკვე ეწვია. თუმცა, მან ვერ შეძლო ჩეჩნები დაერწმუნებინა სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ.

ამჟამად, პანკისის ხეობაში დაახლოებით 3,700 ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)