ბურჯანაძე მოსკოვში მირონოვს შეხვდა
(თბილისი, 30 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ფედერალური საკრებულოს ფედერაციის საბჭოს თავჯდომარე სერგეი მირონოვი დღეს მოსკოვში საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.
“რუს და ქართველ პარლამენტართა შორის ურთიერთობებში არანაირი უთანხმოება არ არსებობს. ორივე მხარე მზად არის აფხაზეთის საკითხზე კონსტრუქციული პოზიცია შეიმუშავოს”, – განაცხადა მირონოვმა ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე მოსკოვში კვირას გაემგზავრა 29-30 სექტემბერს “კავკასიის ოთხეულის” (აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, საქართველო) შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)