პრეზიდენტმა იუსტიციის მინისტრის ახალი კანდიდატურა წარადგინა

(თბილისი, 2 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს ხელი მოაწერა ბრძანებულებას მარიამ ცაცანაშვილის, პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივნის, იუსტიციის მინისტრის პოსტზე დანიშვნის შესახებ.

დოკუმენტი უკვე გადაიგზავნა პარლამენტში განსახილველად.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი როლანდ გილიგაშვილი პოსტიდან 15 სექტემბერს გადადგა, მას შემდეგ რაც რუსთავის #2 მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან 10 სექტემბერს 129 მსჯავრდებული გაიქცა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)