ბაღდათში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ნაცვლად კენჭს ყოფილი გენპროკურორი იყრის
(თბილისი, 2 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა ვაჟა ლორთქიფანიძემ ბაღდათის რაიონში საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურა მოხსნა და ამომარჩევლებს ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი წარუდგინა.
“ვფიქრობ ეს საუკეთესო კანდიდატურაა და მას ბევრი მხარდამჭერი ეყოლება”, – განაცხადა ვაჟა ლორთქიფანიძემ დღეს ბაღდათის ამომარჩევლებთან შეხვედრისას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)