პოლიციამ ბოლნისში მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილი დააკავა

(თბილისი, 2 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებულია ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერის მკვიდრი რამიზ მამედოვი, რომელსაც ბრალი ედება ბოლნისში 26 სექტემბერს ადგილობრივ ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის მომხდარ შეტაკებაში მონაწილეობაში.

ამ ფაქტის გამო პროტესტს გამოთქვამს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბოლნისის რაიონში “ნაციონალური მოძრაობიდან” ქემალ მურადხანოვი. მისი განცხადებით, დაკავებული პიროვნება მონაწილეობას არ იღებდა დაპირისპირებაში და მისი დაკავება უკანონოდ მოხდა.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
სისხლიანი შეტაკება ბოლნისში

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)