მსოფლიო ბანკი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე საბოლოო მოლაპარაკებებს აწარმოებს

(თბილისი, 4 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მსოფლიო ბანკი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავდობსადენის დაფინანსებაზე საბოლოო მოლაპარაკებებს აწარმოებს.

საინფორმაციო სააგენტოს “რეიტერის” ცნობით, ბანკი საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე თვის ბოლოს მიიღებს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავსობსადენის საშუალებით მოხდება აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება დასავლეთის ბაზრებზე საქართველოსა და თურქეთის გავლით.

“ჩვენ ჯერ კიდევ დაგვრჩა რამოდენიმე საკითხი გასარკვევი. საერთო ჯამში, ამ პროექტმა ბევრს მიაღწია განჭირვალობის თვალსაზრისით”, – განაცხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა რაშად ქალდანიმ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ გააკრიტიკეს ნავთობსადენის პროექტი. მათი თქმით, მსოფლიო ბანკმა არ უნდა დააფინანსოს ისეთი პროექტები, რომლებიც კლიმატურ ცვლილებებს გამოიწვევენ განვითარებად ქვეყნებში.

“ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის ზეგავლენა, რაც, შესაძლოა, პროექტს ჰქონდეს სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით. თუ ჩვენ არ დავაფინანსებთ ამ პროექტებს და არც სხვები დააფინანსებენ, არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ მიზანს მიაღწევენ, თუმცა, ამით არ მოხდება სიღარიბის დაძლევა და ამით მსოფლიო ნაკლებ ნავთობს არ მოიხმარს”, – აღნიშნა ქალდანიმ.

“ამგვარად, ჩვენი მიზანია იმ პროექტების დაფინანსება, რომლებშიც დიდი ყურადღება ექცევა შემოსავლების ნაკადის გამჭირვალობას, საზოგადოების განვითარებას და გარემოს დაცვას”, – განაცხადა კალდანიმ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)